Saturday, March 17, 2018

2018 წლის თებერვლიდან იწყება სკოლებში პროგრამირების სწავლების პილოტირება Khan Academy პლატფორმის გამოყენებით.
საპილოტე პროექტის პარტნიორები არიან:

  •  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  •  მაიქროსოფთ საქართველო;
  •  ედუქეა ჯორჯია;
  •  მაინდვორქსი.
მოსწავლეები Javascript-ის კოდს შეისწავლიან პრაქტიკოსი პროგრამისტის და სკოლის მასწავლებლის მეთვალყურეობით. სწავლების პროცესი იქნება დისტანციური: ინსტრუქტორი ონლაინ ჩართვის მეთოდით აუხნის ახალ თემას, მისცემს კლასში სამუშაო დავალებებს და დაეხმარება პრობლემების გადაჭრაში.
სასწავლო პროცესი წარიმართება სკოლების კომპიუტერულ ლაბორატორიებში, სადაც გარდა ინსტრუქტორის მითითებებისა, მოსწავლეები მოუსმენენ Khan Academy-ის პლატფორმის ინტერაქტიულ ვიდეოებს და მათთვის მიცემული დავალებებიც ამავე პლატფორმაზე იქნება მოცემული.
სკოლის მასწავლებლის ჩართულობა საჭირო და მნიშვნელოვანია კლასის ადმინისტრირებისთვის დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე მოსწავლეების კითხვების და პრობლემების ინსტრუქტორამდე მისატანად, კლასში წესრიგის და ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად.
  • მასწავლებელი არეგისტრირებს და ქმნის მოსწავლეთა ჯგუფს, რომლებიც სემესტრის განმავლობაში იმუშავებენ კლუბში.
  • უზრუნველყოფს მოსწავლეების შეკრებას და აღრიცხავს დასწრებას
  • უზრუნველყოფს ყველა დარეგისტრირებული მოსწავლის დასწრებას საკლუბო გაკვეთილზე ადგილზე მართავს კლასს
  • ყურადღებას აქცევს და უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში
  • ინსტრუქტორს მიმდინარეობის პერიოდში ატყობინებს მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის ან პრობლემების შესახებ მასწავლებელი ზედმეტად არ ერევა მოსწავლეების მიერ დავალების შესრულებაში
  • უზრუნველყოფს უწყვეტ ონლაინ კავშირს
  • აქვს წვდომა ვირტუალურ კლასზე, სადაც აკონტროლებს მოსწავლეების მიერ დავალებების შესრულებას
  • ინსტრუქტორთან ერთად განსაზღვრავს მოსწავლეების საჭიროებებს და გეგმავს აქტივობებს შესაბამისად
  • მინიმუმ 5-ჯერ გაკვეთილის შემდეგ განიხილავს მიმდინარეობას ინსტრუქტორთან, მსჯელობს და ინიშნავს გამოვლენილ პრობლემებს გამოსწორების მიზნით
  • ეხმარება მოსწავლეებს პროექტებზე, მათ შორის საბოლოო პროექტზე, მუშაობაში
  • ეხმარება მოსწავლეებს კონფერენციისთვის მომზადებაში
  • ეხმარება პროექტის კოორდინატორს მოსწავლეთა გამოკითხვის ჩატარებაში
  • დანიშვნის შემთხვევაში, მიიღებს მონაწილეობას საბოლოო კონფერენციაში 2018 წლის ივნისში თბილისში.
  • მოსწავლეების სამიზნე ჯგუფი: VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები, რომლებიც დაინტერესებულები არიან თანამედროვე ტექნოლოგიებით.
ერთი სემესტრის განმავლობაში იქნება სულ 19 გაკვეთილი თითოეულ კლასთან.
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე, თებერვლიდან მაისის ჩათვლით.
თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა - 1.5 საათი, გაკვეთილის დაწყების დრო დამოკიდებულია მოსწავლეების სასკოლო განრიგზე.